
11/05/2026
12 წლის წინ დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის დედა მორიგ ემოციურ ტექსტს აქვეყნებს და საზოგადოებას თანაგრძნობისკენ მოუწოდებს.
სოფო ბიბილაშვილი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს ჟურნალისტი თაია გამთენაძის მიმართ და აღნიშნავს, რომ არასწორად გავრცელებული ინფორმაციებისა და ჭორების გამო იძულებული გახდა ტიკ-ტოკის ახი გაეუქმებინა.
„ხალხო, როგორ არ გესმით, 12 წელი ვიყავი მარტო და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, რომ არ გამოჩენილიყო თაია, რომელმაც მომისმინა და დამეხმარა, იპოვა ადვოკატი და გამოძიებაც ამდენი წლის მერე დაიწყო თავიდან. არ გაქვთ უფლება, მასზე რამე ცუდი თქვათ, რადგან ყველაფერს აკეთებს ჩემს დასახმარებლად და ჩემი გურიკას მოსაძებნად.
ტიკტოკი 1 თვეა წავშალე, ვეღარ გავუძელი იმ ჭორაობას და ზურგს უკან ჩემს გაშავებას. არცერთი მათგანი რეალურად არ მეხმარებოდა და უამრავი ტყუილი ჩავყლაპე.
რაც მოხდა აქციაზე, ჩემთვისაც უცნაური იყო, მეგონა, რამის სათქმელად მოვიდნენ და იმედი მქონდა, ახლა მაინც დამიდგებოდნენ გვერდში. კიდევ მოვტყუვდი და ნახეთ ყველამ, რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი ამდენი წელი.
ახალი გამოძიების მჯერა და ველოდები მათგან სიახლეებს. მადლობა თქვენ, ვინც ჩემს გვერდით ხართ და მამხნევებთ.
გურიმდე მიმიყვანე, უფალო, გევედრები, სხვა არაფერი მინდა,“ წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
გააზიარე სტატია