Logo

"თითქოს ჩემს შვილს ვიხუტებდი" - მეხანძრე-მაშველი შალვა გათენდაშვილი

"თითქოს ჩემს შვილს ვიხუტებდი" - მეხანძრე-მაშველი შალვა გათენდაშვილი

11/20/2026

ტექსტის ზომა

მეხანძრე-მაშველის ფოტო, რომელსაც ნანგრევებიდან ახლადამოყვანილი სამი წლის თაია უჭირავს, გუშინ, ყველა ჩვენგანის სოციალურ ქსელში არაერთხელ გამოჩნდა. ამ ემოციურ კადრში, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება, სასწაულებრივად გადარჩენილი პატარა შალვა გათენდაშვილს უჭირავს. ის ამბობს, რომ ამ პროფესიის ბენეფიტი, სწორედ ასეთი მომენტებია.

"ჩვენი პრფესიის მთავარი ბენეფიტი ზუსტად ეს არის; იმხელა დადებით ენერგიას იღებ ადამიანი, როდესაც ცოცხალ ადამიანს და მით უმეტეს, პატარა ბავშვს გამოიყვან ნანგრევებიდან, რომ ეს მერე შენი კარიერის განმავლობაში მოგყვება, რომ სიკეთე გაქვს გაკეთებული.

გუშინდელი შემთხვევა განსაკუთრებული იყო. მეც თაიას ტოლი შვილი მყავს და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, როდესაც ის ხელში დავიჭირე. რომ ჩავიხუტე, თითქოს რაღაცნაირად საკუთარ შვილს ვიხუტებდი. ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ამაზე დიდი ბედნიერება, როდესაც პატარას სიცოცხლეს გადაარჩენ, მეხანძრე-მაშველებისთვის არაფერია" - თქვა "იმედის" ეთერში შალვა გათენდაშვილმა.

შალვა გათენდაშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026