Logo

"თქვენს სახლში ყველას შეშვება არ შეიძლება!" - გიორგი ლობჯანიძე

"თქვენს სახლში ყველას შეშვება არ შეიძლება!" - გიორგი ლობჯანიძე

10/29/2026

ტექსტის ზომა

“მშვიდობა ამ სახლს“ - ასე ესალმებოდნენ ძველად ოჯახს და ამ სიტყვებით უსურვებდნენ იმას, რაც შინ ყველაზე მეტად გვჭირდება - სიმშვიდეს, სითბოსა და დაცულობის განცდას.

სახლი ჩვენი ყველაზე პირადი სივრცეა, სადაც ჩვენს ხასიათი, ჩვევები და ურთიერთობები ყველაზე კარგად ჩანს.

რა ქმნის სახლის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, როგორ მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და როგორ ვაქციოთ ის ადგილად, სადაც დასვენებასა და ძალების აღდგენას შევძლებთ?

ასტროლოგი და ფსიქლოგი გიორგი ლობჯანიძე განმარტავს.

„სახლი, ადამიანის ნომერ პირველი საკრალური ადგილია და დიახ, თქვენს სახლში ყველას შეშვება არ შეიძლება!

სახლი ცოცხალი ორგანიზმია. როდესაც იცვლებით თქვენ, იცვლება მისი ენერგეტიკაც. ის ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკეა.

სახლის შესასვლელი არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული სხვადასხვა ნივთებისგან. შესასვლელი ასახავს შესაძლებლობებს და იმას თუ როგორ ხვდები ადამიანებს ცხოვრებაში.

ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ ახალ ენერგიას ბლოკავს. სამზარეულო ჯანმრთელობისა და რესურსების სივრცეა. არაფრით არ შეიძლება სახლში საათის გვერდით წამლების და მჭრელი, ბასრი იარაღების განთავსება.

მისაღებ ოთახში, სადაც მუშაობთ კარგი იქნება თუ უკან კედელს დაეყრდნობით, ეს ეხება თქვენს სამსახურსაც. ზურგს უკან კედელი სიმტკიცის სიმბოლოა, გაშლილი ველი ან ფანჯრები ნაკლებად იცავს თქვენს სიძლიერეს.

ოთახში, დღეში 10 წუთით ფანჯრების გახსნა სახლის ენერგეტიკულ წმენდვას ნიშნავს. ამით, სახლსაც ასუნთქებთ.

დაულაგებელი, არეული სახლი ფსიქოლოგიურ გადატვირთვას იწვევს.

ადრინდელ ეპოქებში, შინ ყველაზე მეტად უწმაწურ სიტყვებს და ჩხუბს ერიდებოდნენ. ხშირი იყო დალოცვა, კურთხევა და ერთმანეთის გამხნევება. შემხვედრი სტუმარიც ასე იტყოდა ხოლმე: ,,მშვიდობა ამ სახლს ან აქა მშვიდობა”. რა წესებიც დღევანდელობაში ნელ-ნელა იკარგება.

სახლი მთვარის ენერგიას ატარებს, ამიტომ მასთან ემოციური დისბალანსი, ცხოვრების ცალკეულ სექტორებში ნეგატიურ ხასიათს იღებს,“ - ამბობს ასტროლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიორგი ლობჯანიძეენერგეტიკასახლისახლის დაცვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026