ასტროლოგია-ეზოთერიკა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს, რომელთა აღზრდაზეც მშობლებს განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვა სჭირდებათ.
ძნელად აღსაზრდელი ბავშვების სიის სათავეში პატარა მორიელია.

მორიელის ნიშნით დაბადებული ბავშვები ძალიან ჭკვიანები და გონიერები არიან და ამიტომ აქვთ არაჩვეულებრივი მანიპულაციის უნარი.
ამ ნიშნით დაბადებულ პატარა ადამიანთან აუცილებელია ობიექტური მოლაპარაკება, შეთანხმება და არა ძალისმიერი მეთოდებით ან ულტიმატუმების ენით საუბარი. მორიელი ძალიან ინტუიციური ზოდიაქოს ნიშანია და ულტიმატუმების ენით საუბრისას ის ძალიან კარგად ხვდება თქვენს სუსტ მხარეებს, ასევე შესანიშნავად ხვდება სად შეუძლია დაარღვიოს საკუთარ მშობელთან აკრძალვები და საზღვრები.
აქედან გამომდინარე მორიელი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძნელად აღსაზრდელ ზოდიაქოს ნიშნის პატარად, თუმცა თუ მასთან იქნებით გულწრფელი პირდაპირი და თქვენს ნამდვილ თავს აჩვენებთ, ნიღბის გარეშე (იმიტომ რომ მორიელი ძალიან კარგად ხედავს ადამიანებს ნიღაბს იქეთ), ამ შემთხვევაში მისგან ძალიან მამაც, გულმართალ ადამიას გაზრდით, რომელიც მთელი ცხოვრება იქნება თქვენი მფარველია და მოკავშირე.
მეორე ზოდიაქოს ნიშანი რომლის აღზრდაც არ გახლავთ ადვილი ეს არის ლომი.

ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან საკმაოდ ეგოცენტრულები.... და თუ ლომის ნიშნით დაბადებული პატარა გყავთ, მისი აღზრდის მეთოდებში სიყვარულთან და წაქეზებასთან ერთად საჭიროა სიმკაცრეც გამოიყენოთ. თუ ლომს ბავშვობიდანვე არ მიაჩვევთ, რომ სხვა ადამიანებიც არსებობენ და ეს უნდა გაითვალისწინოს, მისგან შეიძლება პატარა ნაპოლეონი გაიზარდოს რომელსაც ენდომება, რომ სკოლაშიც, ბაღშიც, უნივერსიტეტშიც, ყველამ მის ჭკუაზე იაროს და თუ ყველაფერი ისე არ მოხდება,როგორც თვითონ წარმოუდგენია, შეძლება ჩაიკეტოს და ძალიან გულჩათხრობილ, რთული ხასიათის პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
აქედან გამომდინარე პატარა ლომს ბავშვობიდანვე უნდა ასწავლოთ სუსტების მფარველობა. ძალიან კარგია თუ დაავალებთ პატარა და-ძმების აღზრდაში დახმარებას, იმიტომ რომ ლომი გიჟდება ორგანიზებაზე და ძალიან უყვარს როცა მასზე უმცროსებს ან მასზე სუსტებს ეხმარება.
ასეთ შემთხვევაში თქვენი შვილი აუცილებლად გაიზრდება გულმართალ, ძალიან მამაც და უსამართლობასთან მებრძოლ ადამიანად.
მესამე ზოდიაქოს ნიშანი,რომელიც ასევე რთული აღსაზრდელია და მისი მშობლობა შეიძლება ითქვას პარადოქსებითაა სავსე არის მერწყული.

მერწყულის ნინით დაბადებული ბავშვები ერთი შეხედვით ძალიან მშვიდები და წყნარები ჩანან. ისინი რაღაც ეტაპამდე კარგად ემორჩილებიან დისციპლინას, მაგრამ ამან არ უნდა მოგატყუოთ.
მერწყული იმართება პლანეტა ურანით, ურანი კი ასტროლოგიაში მოულოდნელობებისა და ფოკუსების კურატორი პლანეტაა და ეს ფოკუსები ყოველთვის კარგი არ არის.
სწორედ მერწყულის ნიშნით დაბადებულო ბავშვი არის ის ბავშვი, რომელსაც შეუძლია შეჭამოს ის რაც საერთოდ არ ითვლება საკვებად, რადგან უბრალოდ დააინტერესოს რა მოხდება თუ რამე ისეთს გაუსინჯავს გემოს, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი არ იყენებენ საკვებად. ამასთანავე, ერთხელ რომ ჩაატარებს ექსპერიმენტს, არ გეგონოთ,რომ მეორედ აღარ იზამს იმავეს. თანაც ამას იზამს ანგელოზის სახით, რადგან მერწყულის ნიშნით დაბადებული ბავშვები ერთი შეხედვით არ ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ მაინცდამაინც ცელქები არიან. თუმცა ისინი ცელქები არიან და წინასწარ ვერასოდეს გაიგებთ რა მოუვლით თავში და რა ექსცენტრული გამოხტომებს მიმართავენ.
შესაბამისად, მერწყულის ნიშნით დაბადებული პატარა თუ გყავთ, აუცილებლად უნდა ემეგობროთ, რადგან მერწყულები ძალიან აფასებენ თანასწორუფლებიან კავშირს საკუთარ მშობელთან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუზღუდოთ არჩევანის თავისუფლება.
02/20/2026