
11/22/2026
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა საუბრობს ზოდიაქოს იმ სამ ნიშანზე, რომელთა ცხოვრებაც უახლოესი შვიდი თვის განმავლობაში კარდინალურად შეიცვლება.
ასტროლოგის განმარტებით, ცვლილება პარტნიორულ ურთიერთობებს, წარსულის გადაფასებასა და საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენას შეეხება და ის გარშემომყოფების დახმარებით განხორციელდება. "სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ცხოვრებაც უახლოესი შვიდი თვის მანძილზე კარდინალურად შეიცვლება და ეს მოხდება სხვა ადამიანების მეშვეობით.

პირველი ნიშანი, ვის ცხოვრებაშიც გრანდიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოდის, ეს არის ვერძი.
ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან მოდის ძალიან რეალური შანსები, საფუძვლიანად გაერკვნენ პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში.
ვერძის შემთხვევაში უახლოესი შვიდი თვის მანძილზე პარტნიორი იქნება ზუსტად ის სარკე და ის მნიშვნელოვანი პრიზმა, ვისი მეშვეობითაც თქვენ თქვენი თავის უკეთ დანახვას, უფრო მეტად შეყვარებას და ძალიან ბევრი შეცდომების გაანალიზებას და ასევე გამოსწორებას მოახერხებთ.

რიგით მეორე ზოდიაქოს ნიშანი, ვისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი შვიდი თვის მანძილზე სხვა ადამიანები და მათი პრიზმიდან საკუთარი თავის განსხვავებული ვერსიის პოვნა, ეს არის მორიელი.
მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მიმდინარე შვიდი თვის მანძილზე მოუწევთ წარსულში დაბრუნება, წარსულში დარჩენილ ადამიანებთან დაბრუნება და ძალიან ბევრი ვიღაცისთვის და რამისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, იმიტომ რომ მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება და ძალიან, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსის გადაფასება იმისთვის, რომ თქვენმა ცხოვრებამ ახალი ფერებით და ასე ვთქვათ, ახალი მიზნებით სვლა შეძლოს.

და ბოლო ნიშანი, რომლისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება შვიდი თვის მანძილზე (ოღონდ ეს პერიოდი იქნება დაკავშირებული სხვა ადამიანებთან) ეს არის ტყუპები.
ტყუპის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ვიტყოდი ერთ რამეს - დრო დადგა, ისევ შეიყვაროთ, დრო დადგა, ისევ მოუსმინოთ საკუთარ გულს, იმიტომ რომ თქვენს შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოდის იმ ადამიანების მეშვეობით, ვისაც უყვარხართ.
ვისაც უყვარხართ უპირობოდ და უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში და არა ისეთი, თუ რა ნიღაბს ატარებთ ყოველდღიურობაში თქვენი შინაგანი სამყაროს დასაცავად.
აქედან გამომდინარე, კარგად მიიხედ-მოიხედეთ, ვინ არის ყველაზე გულთბილი თქვენთან დამოკიდებულებაში და დაიჯერეთ სხვა ადამიანების მეშვეობით საკუთარი თავის ახალი ვერსია, რასაც გამოაჩენს, ამით ბედნიერი იქნებით.
გააზიარე სტატია