Logo

ასტროლოგია-ეზოთერიკა

ტოპ 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც თებერვლის თვეში კარდინალურად შეიცვლება - სოფია ბზეკალავას პროგნოზი

ტოპ 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც თებერვლის თვეში კარდინალურად შეიცვლება - სოფია ბზეკალავას პროგნოზი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისათვის, თებერვლის თვე, მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი გახდება.

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა zmna.ge-ს მკითხველს იმ სამეულის ვინაობას უმხელს, ვისაც ეს ცვლილებები შეეხება.

პირველ ადგილზე მათ შორის, ვისი ცხოვრებაც ამ თვიდან შეიცვლება, არის ვერძი.

ვერძი

ვერძებთან კარდინალურად შეიცვლება გარემოცვა, სამეგობრო წრე, მიზნები, პრიორიტეტები და პირადი ცხოვრებაც.

შესაძლოა ვერძის ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა იპოვოს მთელი ცხოვრების სიყვარული ან დაასრულოს დიდი ხნის ტოქსიკური ურთიერთობა.

მეორე, ვისაც რადიკალური ცვლილებები ელოდება არის ლომი.

ლომი

ლომთან ცვლილებები არ იქნება ნაწილობრივი, ეს იქმნება ასი პროცენტით ცვლილებები.

ლომთან იცვლება აუდიტორია, ყველა გაგებით - ბიზნეს აუდიტორია, სამუშაო გარემო, პირადი და პარტნიორული ურთიერთობების თემაც და რაც მთავარია, ასევე ლომს ეცვლება შეხედულება საკუთარ თავზე უკეთესობისკენ და თავისუფლებისკენ.

და ბოლო ნიშანი, ვისი ცხოვრებაც თებერვალში მკვეთრად შეიცვლება არის თევზები.

თევზები

თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან სრულდება გაურკვევლობის, ვარდისფერი სათვალეებით ცხოვრების, ბურუსით მოცული კომუნიკაციის ეტაპი და იწყება ძალიან მნიშვნელოვანი, გაბედული, საკუთარი უტოპიური ოცნებების ასრულების პერიოდი.

თევზები აღარ მოითმენენ იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში, წლების მანძილზე ითმენდნენ იმის იმედით, რომ ამას ვიღაც დაინახავდა და დააფასებდა. მათი გამბედაობა მოიმატებს და ეს გამბედაობა იქნება ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში, თებერვლის თვეში, ყველაზე მთავარი გამჭრელი კოზირი.

ავტორი: ზმნა

02/08/2026