
11/03/2026
საფეხბურთო მსოფლიო გლოვობს: მატჩის დროს მოედანზე კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიღუპა!
მატჩი რაღაც უცნაურად წარიმართა. „ტენერიფე“ 2:0-ს იგებდა. „ანდორამ“, რომლის მეპატრონეც შაკირას ყოფილი ქმარი, „ბარსელონას“ ლეგენდა ჟერარ პიკეა, მე-80 და 87-ე წუთებზე გატანილი გოლებით გაათანაბრა. მსაჯმა მატჩს 6 წუთი დაამატა და უბედურებაც იმ 6 წუთში დატრიალდა.
შეჯახება მოედნის ცენტრში მოხდა. ტენერიფეს 30 წლის ფორვარდ ხესუს დე მიგელს მოედნის ცენტრამდე გამოსული ანდორელთა მეკარე საშინელი ძალით შეასკდა. ახლა კითხულობენ, რა უნდოდა მეკარეს მოედნის ცენტრში?! ალბათ, ესეც ბედი იყო... ბედი იყო ისიც, რომ ხესუს დე მიგელს 2 ნოემბერს იმ საბედისწერო მატჩში შესაძლოა საერთოდ არ ეთამაშა.

რამდენიმე თვე საზარდული ტკიოდა და მაისიდან მოყოლებული არ უთამაშია. ზაფხულში მოსამზადებელი პერიოდიც გამოტოვა. თან „სარაგოსაც“ ეპატიჟებოდა და რომ გადასულიყო... თუმცა „ტენერიფემ“ არ გაუშვა, ჩვენ უფრო გვჭირდებიო.
ახალი სეზონი დაიწყო და ტრავმის მოშუშების შემდეგ სულ რამდენჯერმე გამოჩნდა მოედანზე. როგორც წესი, შეცვლაზე შეჰყავდათ. იმ უკანასკნელ მატჩშიც მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. მსაჯის მიერ წამატებულ მე-6 წუთზე კი ეს ტრაგედია დატრიალდა.
შეჯახება იმდენად საზარელი იყო, რომ დე მიგელმა გონება დაკარგა. ექიმები 5 წუთის განმავლობაში ადგილზე უწევდნენ პირველ დახმარებას. შემდეგ ფეხბურთელი საწრაფოდ უახლოეს საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანეს. გზად, რეანომობილში გული გაუჩრდა. ექიმებს წარმოუსდგენლად დიდი დრო - 20 წუთი დასჭირდათ გულის კვლავ ასამუშავებლად. კლინიკაში მიყვანის შემდეგ მდგომარეობა მძიმედ, მაგრამ სტაბილურად შეფასდა. ღამით გუნდს და ოჯახს შეატყობინეს, რომ ნევროლოგიური მდგომარეობა დამძიმდა. 3 ნოემბერს დილას კლინიკამ ფეხბურთელის გარდაცვალების ცნობა გაავრცელა...

ხესუსის მთავარი დასაყდენი ცხოვრებაში ცოლი იყო. იმ უკანასკნელ მატჩზეც მარია ტრიბუნაზე იჯდა. ერთი წლის ქალიშვილთან ერთად ადევნებდა თვალს ქმრის უკანასკნელ ბრძოლას ბურთისთვის...
ხესუს დე მიგელი დაბალ ლიგებში თამაშობდა და ამდენად, მსოფლიო ცნობადობა, როგორიც მაგალითად, ასევე მიედფანზე დაღუპულ მარკ ვივიენ ფიოეს თუ ანტონიო პუერტას, არ ჰქონდა. ფოესგნ და პუერტასგან განსხვავებით მსოფლიომ ხესუს დე მიგელის შესახებ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შეიტყო...
ხესუსი პროფესიონალი ფეხბურთელი მხოლოდ 27 წლისა გახდა. არქივში შემონახულია მისი იმდროინდელი ინტერვიუ, სადაც ფეხბურთელი ამბობს: „ეს არის ოცნება, რომელიც ჩემში ბავშვობიდან არის. ყოველთვის მინდოდა პროფესიონალური ფეხბურთი მეთამაშა. მინდა, რომ მთელი ცხოვრება ამ ოცნებას მივუძღვნა.“
ოცნება მაშინ ახდა, როდესაც ხესუს დე მიგელის გუნდი ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გადავიდა. სხვათა შორის, თავად მისი გოლების დამსახურებითაც. ისევე როგორც უამრავ სხვა ფეხბურთელს, მასაც სჯეროდა ცრურწმენების. მატჩის დღეს განსაკუთრებული რიტუალი ჰქონდა: სადილზე აუცილებლად პასტას მიირთმევბდა და თამაშზე წასვლისას... ერთსა და იმავე საცვალს იცვამდა. ამ ტრაგიკულ ინციდენტს კი მეორე გმირიც ჰყავდა, უფრო სწორედ ანტიოგმირი. მეტოქე გუნდის მეკარე, 25 წლის ხესუს ლასარო ოვონო, ანდორისა და ეკვატორუიალური გვინესი ნაკრების გოლკიპერი. მატჩის ოქმში მოგვიანებით მსაჯმა ჩაწერამ, რომ მეკარემ მოწინააღმდეეგეს მაღლა აღმართული ფეხით ჩაარტყა...
ახლა მას მთელი ესპანეთი მკვლელს ეძახის. საქმეში ჩახედული ხალხი ეჭვობს, ამ არადამიანური სტრესის მერე შეძლებს თუ არა ის ოდესმე მოედანზე კვლავ გასვლას...
გააზიარე სტატია