ასტროლოგია-ეზოთერიკა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"საყოფაცხოვრებო მაგია" - ასე უწოდებს ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი რიტუალს, რომლის ჩატარებასაც კლებად მთვარეზე, წარუმატებლობისაგან თავის დასაღწევად გვირჩევს.
"რიტუალი ტარდება კლებად მთვარეზე.
დაგჭირდება: ფურცელი სანთელი შენი ტანსაცმლის პატარა ნაჭერი (შეიძლება ცხვირსახოცი ან ძველი ტანსაცმლიდან მოჭრილი ნაწილი), ფართო ლანგარი ან თეფში.

როგორ ჩავატაროთ:
ქსოვილის ნაჭერი გაახვიე ქაღალდში.
სანთლის ალზე წაუკიდე ცეცხლი.
ანთებული შეკვრა დადე ლანგარზე და აცადე მთლიანად დაიწვას.
ამ დროს წარმოთქვი სიტყვები:
„ყველაფერი ცუდი, რაც ჩემშია, ცეცხლმა წაიღო! აღარ არის ადგილი (აქ ჩამოთვალე შენი პრობლემები) ჩემს გულში! არა, არ ყოფილა და არ იქნება! ჭეშმარიტია!“
დარჩენილი ფერფლი გაატანე კანალიზაციას, ან გადაყარე შორს სახლიდან,“ - გვირჩევს ეზოთერიკოსი.
01/05/2026