Logo

ცნობილი გორული კატლეტის რეცეპტი

ცნობილი გორული კატლეტის რეცეპტი

11/24/2026

ტექსტის ზომა

როგორ მოვამზადოთ ცნობილი გორული კატლეტი?

გორელები მრავალი წელია თავს იწონებენ გორული კატლეტით. უამრავი გურმანი გორს სწორედ იმიტომ სტუმრობს, რომ გორული კატლეტი დააგემოვნოს. დასავლეთისკენ მიმავალნი, გზად სწორედ ამ კერძის დასაგემოვნებლად ჩერდებიან.

აღნიშნული კერძის მომზადების ტექნოლოგია, გასული საუკუნის 70-იან წლებში, გივი აბუაშვილმა შეიმუშავა, რომელიც სასტუმრო „ინტურისტის“ რესტორანში შეფ მზარეულად მუშაობდა და მისი ნახელავი არაერთ ცნობილ ადამიანს გაუსინჯავს.

გაეცანით მის საფირმო რეცეპტს, რომელიც „გორის მაცნეს“ ოჯახის წევრებმა გაუმხილეს.

გორის კატლეტის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • საქონლის და ღორის ხორცი თანაბარი პროპორციით (აუცილებელია, ღორის ხორცს ჰქონდეს ცხიმიანი ნაწილი)
  • ხახვი
  • ნიორი
  • მწვანილი (ქინძი და ოხრახუში)

კვერცხი (სურვილისამებრ)

  • წიწაკა
  • მარილი
  • სუნელები (დაფქული ქინძი, უცხო სუნელი)
  • ფქვილი ამოსავლებად

ფარშის მომზადება: გაატარეთ თანაბარი რაოდენობის საქონლის და  ღორის ცხიმიანი ხორცი. შეაზავეთ გატარებული ხახვით, ნივრით, მწვანილით, მარილით და წიწაკით. სურვილის შემთხვევაში, ფარშს დაუმატეთ კვერცხი და სუნელები.

შეგემებული მასა ხორცსაკეპ მანქანაში ხელახლა გაატარეთ რამდენჯერმე. ამის შემდეგ ფარში ხელით კარგად დაზილეთ, სანამ მაქსიმალურად არ დარბილდება და ერთგვაროვან, კარაქივით ნაზ მასას არ მიიღებთ.

მომზადებული ფარშისგან ხელით გააკეთეთ კატლეტები. გაითვალისწინეთ, გორული კატლეტი არ უნდა იყოს თხელი - მიეცით მას სქელი, მოცულობითი ფორმა.

კატლეტები ამოავლეთ ფქვილში და მოათავსეთ წინასწარ კარგად გაცხელებულ, ცხიმიან ტაფაზე.

გაითვალისწინეთ: ტაფას თავსახური მხოლოდ მომზადების ბოლო ეტაპზე დააფარეთ, რათა კატლეტი შიგნითაც კარგად მომზადდეს.

გორის კატლეტის რეცეპტი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026