ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ცოტა გაუგრძელდა ჩრდილში ყოფნა. ეთერში არ ჩანს, თორემ არც წვეულებებს აკლდება და არც ინფლუენსერობა მიუტოვებია. მის გულშემატკივრებს კი, ალბათ, უკვე გეცოდინებათ, რომ მალე იუთუბარხზე საკუთარი გადაცემა ექნება და თანაწამყვანთან ერთად საინტერესო და სკანდალური ეთერებით "გვაშინებს".
მოკლედ, "ზმნის" ბლიც ინტერვიუს მაგვარი გიორგი ნაზღაიძესთან.
- როგორი წელი იყო შენთვის?
გიორგი ნაზღაიძე: ძალიან ქაოსური წელი იყო ჩემთვის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ცუდი. ჯერ 2025 არც დასრულებულა და დასასრულისკენ ვიწყებ ჩემს იუთუბ გადაცემას, ფანტასტიკური თანაწამყვანი მელოდება და გამოდის, რომ კარგი წელია.
მადლიერი ვარ იმით, რომ ჩემს გვერდშია ჩემი ოჯახის ყველა წევრი, მეგობრები... უფლის წყალობით მეც კარგად ვარ და შემიძლია ინტერვიუ მოგცე შენ. ამისთვის მადლობელი ვარ. მინდა კარგ საქართველოში ვიცხოვრო, რასაც ჯერჯერობით ვერავინ ვახერხებთ...
- წლის ბოლოს რატომ იწყებ გადაცემას?
- დიდი ხანია მინდოდა პოდკასტის ფორმატი, მაგრამ დღეს უკვე ისეთი ტემპით აკეთებენ და იმდენი უხარისხო პოდკასტია მათ შორის, მივხვდი, რომ ეს ფორმატი აღარ მინდა. ბევრი ფიქრი დამჭირდა, რა ფორმით უნდა შევსულიყავი იუთუბში, განსხვავებული რომ ყოფილიყო. ამიტომაც დამიგვიანდა. ხვალ უკვე გადაცემის ქუდს ვწერთ, რომელიც მალე გამოჩნდება.
- თანა წამყვანზე მითხარი რამე.
- თანაწმაყვანი ბიჭია. ფანტასტიკური იუმორის გრძნობა აქვს. ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია.
- შენს ბუბუსთან ერთად როგორ ცხოვრობ?
- მე და ბუბუ ფანტასტიკურად ვცხოვრობთ. ასე კარგად თუ ვიცხოვრებდით ერთად არ მეგონა. ეს ძაღლი არ არის, უჭკვიანესი პიროვნებაა. ბუბუმ დამარწმუნა იმაში, რომ ადამიანებთან ნაკლები კომუნიკაცია მსურს, რადგან ბუბუ ავსებს ყველაფერს. მისგან იმხელა სიყვარული მოდის, რასაც ადამიანებისგან ყველაზე ნაკლებად ვიღებ.

- ობსესიები გქონია. სთორებიდან შევიტყვე. ყველაფერს ასე ასწორებ?
- დალაგებული რომ უნდა იყოს ყველაფერი და ეს მთლიანი შინაგანი კულტურა, ოჯახიდან გამომიშავდა. დედა ავადმყოფობდა და ძმებს გვიწევდა სახლის საქმეების კეთება. როდესაც მოდიოდა სტუმარი, ჩვენ ვცდილობდით, სახლს დედის ხელი არ დაკლებოდა და ეს არ ყოფილიყო შესამჩნევი. ყველაფერი გვქონდა იდეალურად. ალბათ, ამან მოახდინა გავლენა. პირსახოცი თავის ადგილას უნდა ეკიდოს, ღუმელის საათი სწორ დროს უნდა აჩვენებდეს. ყოველ წამს ვასწორებ და ასე ვარ ყველა დეტალზე. ზეწარი იდეალურად უნდა იყოს გასწორებული. ბალიშები სწორად უნდა იდოს. დღის განმავლობაში ქაოსის თავისუფლებასაც ვაძლევ თავს, დღის დასაწყისი ან ბოლოს იდეალური უნდა იყოს. სტუმარს თუ ველოდები, მაშინ ხომ საერთოდ.
- პირადზეც გადავიდეთ.
- ბევრი საუბრებია აქედან იქიდან. თუმცა შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ დიდი ხანია დაოჯახებული ვარ უკვე.
- ანუ?
- ეს არის პირადი, რომელზეც საუბარი ზოგადად არ ვარგა. პირადი არის პირადი.
- Ok. ჭაღარა გიხდება, მაგრამ შენგან არც შეღებვა იქნება მოულოდნელი. აპირებ?
- ძალიან დიდი მადლობა. მეც ვთვლი, რომ ძალიან მიხდება და ბევრი ასე მიიჩნევს. 41-ე წელში ვარ გადასული, პატარა არ ვარ, რაღა დროს ჩემი თმის შეღებვაა? არ მომბეზრებია. ხან გადავიპარსავ, ხან გავიზრდი და ასე... მომწონს.

- ბოლოს რა წაიკითხე?
- დიდი ხანია არაფერი და ჩემი სირცხვილი. არადა, კითხვა მიყვარს.
- რა ნახე?
- სერიალი "მონსტრი", სეზონები აქვს. ადამიანზეა, რომლის ამ კინოგმირის შექმნის შემდეგ, ბევრი ცნობილი სერიული მკვლელი გაჩნდა. ემოციურია, საშინლად დამთრგუნველია. ყველას ვეუბნები არ ნახონ.
- ბოლო ჭორი რა გაგიგია შენზე?
- თურმე, ვიღაც მფარველი მყავს და ამიტომ ვცხოვრობ ასე უდარდელად.
12/06/2025