Logo

"ულევ სიყვარულს გისურვებ" - ნინო სუხიშვილი

"ულევ სიყვარულს გისურვებ" - ნინო სუხიშვილი

11/23/2026

ტექსტის ზომა

ლინა სიჭინავა უკვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ცნობილი გახდა, "სუხიშვილების" 19 მოცეკვავე და ქართველი ელ მატადორი, ილია თოფურია შეყვარებულები არიან. სანამ გოგონა ეროვნულ საგანძურს, ფოლკლორულ ქორეოგრაფიას ეუფლებოდა და კულინარიულ შოუში მონაწილეობდა, მანამ სპორტსმენი პირად ცხოვრებაში დატრიალებულ ქარიშხალს ებრძოდა. ქარიშხალი ჩადგა, მხარეები დაზავდნენ, ილია დამშვიდდა და მის ცხოვრებაში ახალი რჩეული გამოჩნდა.

ლინა სიჭინავა

სპორტსმენის დედა, ინგა ბენდელიანი ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მას ქართველი რძალი სურდა... ილიამ დედის სურვილი აასრულა. მშვენიერი ლინა უკვე მისი სახელის გასწვრივ მოიხსენიება.

ილია და ლინა

ახლახან საქართველოში მყოფი ილია თოფურია რომ "სუხიშვილებს" სტუმრობდა, ალბათ, გახსოვთ. ის ანსამბლის რეპეტიციას დაესწრო და საამაყო ქართველებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. მალევე კი ეს ფოტოც გავრცელდა.

ილია და ლინა

ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთად არიანო. მერე ვიქნმე აქსანა თოფურიას ფეისბუქპოსტი დაიწერა. "დიახ, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთად არიან. (არ იფიქროთ, ან ლინამ ან ილიამ დამიდასტურა). ლინა ზუგდიდელი, საოცარი ოჯახის წარმომადგენელი, სუხიშვილების ანსამბლის ახალი თაობის მოცეკვავე/მსახიობი და მოდელია. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უნივერსიტეტში გრანტით ჩაირიცხა. 12 წლიდან მისი შემოსავალი აქვს და იცის შრომის ფასი."

ლინა სიჭინავა

ამ სიახლეს ნეგატიური კომენტარებიც მოჰყვა. ცხადია, წარმატებული და უკვე თავისუფალი ქართველი მებრძოლის გვერდით, ბევრს უნდოდა ყოფნა...

ლინა "სუხიშვილების" აკადემიაში ცეკვას ასწავლის კიდეც. არის მოდელი და ინფლუენსერი. სოციალურ ქსელებში მისი ვიდეობი მილიონ მნახველს ითვლის.

ლინა სიჭინავალინა სიჭინავა

ფაქტს ნინო სუხიშვილი ეხმიანება. ის სოციალურ ქსელში წერს:

"Ლინა, ჩემო ლამაზო,

Უსაზღვროდ გახარებული ვარ იმ სიახლით, რაც შენს პირად ცხოვრებაში ხდება.

Სულ ასეთი მომღიმარი, ბედნიერი და ლამაზი იყავი მუდამ, ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე,

Ულევ სიყვარულს გისურვებ!"

ლინა სიჭინავა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026