Logo

"უსაყვარლესი ნუნუ დუღაშვილი აღარ გვყავს"

"უსაყვარლესი ნუნუ დუღაშვილი აღარ გვყავს"

11/05/2026

ტექსტის ზომა

93 წლის ასაკში კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას კომპოზიტორის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ნუნუ დუღაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გახლდათ.

"ძალიან დიდი, ძვირფასი და უსაყვარლესი ქალბატონი ნუნუ დუღაშვილი აღარ გვყავს.

წავიდა და დაგვიტოვა დიდი საგანძური.

მშვიდად განისვენეთ დიდებულო ქალბატონო. ძალიან მიყვარდა" - წერს რეჟისორი დავით გერსამია.

ნუნუ დუღაშვილი

1959-1962 წლებში ნუნუ დუღაშვილი მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი.

პოპულარობა მოიპოვა მისმა სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“. დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისთვის.

დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 2012 წელს კომპოზიტორის ვარსკვლავი გაიხსნა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026