Logo

ეს გემრიელია

უშაქრო, სამარხვო დესერტი და შემწვარი ატმის სალათა თიკა ჯამბურიასგან - რეცეპტები

უშაქრო, სამარხვო დესერტი და შემწვარი ატმის სალათა თიკა ჯამბურიასგან - რეცეპტები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ზმნა" თავის გემრიელი რუბრიკაში - "რეცეპტები" თიკა ჯამბურიას ორ კერძს გთავაზობთ. მომღერალი ატმის სალათის და ფინიკის ბურთულების რეცეპტს გვიზიარებს.

სალათა შემწვარი ატმით

თიკა ჯამბურია: რუკოლა და ხელით დატეხილი სალათ "აისბერგის" ფოთლები ერთმანეთში აურიეთ, დააყარეთ დაჭრილი ჩერი პომიდორი, მოხალული ნიგოზი. შემდეგ ტაფაზე დაასხით თაფლი, როდესაც დარბილდება და გათხელდება, დააყარეთ დაღერღილი წიწაკა და მარილი, მოალაგეთ თხლად და ბრტყლად დაჭრილი ატამი. ატამი სოუსში ორივე მხრიდან შებრაწეთ და სალათს ზემოდან მოაწყეთ. ძალიან უხდება პატარა ზომის, წყლიანი მოცარელა. ზემოდან მიმოაფანტეთ რამდენიმე ცალი.

სალათა

ფინიკის ბურთულები

უშაქრო და დიეტურ, სამარხვო დესერტს შემოგთავაზებთ.

ფინიკს დაასხით ცხელი წყალი, კურკა გამოაცალეთ და როცა დარბილდება, ჩაყარეთ ბლენდერში. ასევე შეგიძლიათ ფინიკის ნაცვლად ან გარგრის ჩირით მოამზადოთ, ან საზამთროს ან ალუბლის ჩირით. დააყარეთ ნიგოზი, გემოსთვის ცოტაოდენი სეზამის მარცვლები, სურვილისამებრ ქოქოსის ფანტელების ჩამატებაც შეგიძლიათ. მე ცოტა პროტეინის ფხვნილსაც ვამატებ. უხდება. და ბოლოს შავი შოკოლადი - ეს ყველაფერი კარგად დავაბლენდეროთ.

ჩირი

მასა გახდება წელვადი და წებოვანი. გავაკეთებთ პატარა ბურთულებს და ამოვავლებთ ქოქოსის ფანტელში, სეზამის მარცვლებში ან გამდნარ შოკოლადში. ასე მარტივად მიიღებთ უშაქრო, უგლუტენო და გემრიელ ტკბილეულს.

დესერტი

ავტორი: ზმნა

02/26/2026