Logo

"უზარმაზარი საფრთხეა ყველასთვის" - ხატია დეკანოიძე

"უზარმაზარი საფრთხეა ყველასთვის" - ხატია დეკანოიძე

11/20/2026

ტექსტის ზომა

ხატია დეკანოიძე სქროლებით მოძრაობის წესების დარეგულირების ინიციატივით გამოდის. პოლიტიკოსი წერს, რომ გადაადგილების ეს საშუალება, დიდი საფრთხის შემცველია და ის უნდა გაკონტროლდეს.

"მოწესრიგდეს სქროლების მოძრაობა! ადამიანების სიცოცხლეა ესეც!
ხომ შეიძლება, უბედური შემთხვევები ავირიდოთ თავიდან და რაც შეუძლით - ის გააკეთოს მერიამ ან საკრებულომ.
ელექტრონული თვითგორიალას იგივე სქროლის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესები დასარეგულირებელია. რამდენი უბედური შემთხვევა უნდა მოხდეს?
2025 წელს საქართველოში სქროლების მონაწილეობით 106 ავარია მოხდა, დაშავდა 109 ადამიანი, ერთი კი დაიღუპა.
2026 წლის პირველ ექვს თვეში 28 ავარიას 33 დაშავებული და 2 დაღუპული მოჰყვა.
ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ეს ადამიანების სიცოცხლეა. ჩაფხუტების გარეშე, დიდი სიჩქარით, ყურსასმენებით მოსიარულე ხალხი, ინფრასტრუქტურისა და კონკრეტული სიჩქარის რეგულაციის გარეშე - უზარმაზარი საფრთხეა ყველასთვის.
ყველა ვხედავთ ამას, ყოველ დღე, თბილისის ქუჩებში. შესაძლებელია მოწესრიგება, სანამ კიდევ მოხდება უბედურება.
დამეხმარეთ, რომ ეს პრობლემა შესამჩნევი გახდეს და მოვაგვაროთ" - წერს ფეისბუქზე ხატია დეკანოიძე.


სქროლი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026