Logo

"ვისთან ერთადაც იყო, იმათ ყველაფერი იციან" - დაკარგული ბიჭის ბიძა

"ვისთან ერთადაც იყო, იმათ ყველაფერი იციან" - დაკარგული ბიჭის ბიძა

10/18/2026

ტექსტის ზომა

12 წლის წინ დაკარგული ბიჭის, გურიკა დადიანიძის ბიძა ფიქრობს, რომ მისი ძმისშვილის დაკარგვაში პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც იმ საბედისწერო ღამეს მასთან ერთად იყვნენ.


"ბიჭი მავთული ხომ არ არის ჯიბეში ხელი ჩაიყო, ამოგვარდეს და დაიკარგოს... არავის ხელს არ ვადებ, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩემი აზრით და ყველა ნორმალურის აზრით, ვინც იქ იყვნენ იმათმა უნდა იცოდნენ ყველაფერი რა მოხდა და სად წავიდა. თუ სადმე წასვლა უნდოდა და წავიდა ეგეც უნდა იცოდნენ და თუ რამე შემთხვევა მოუხდა, ეგეც...

მე რომ ვყოფილიყავი არსად გაქრებოდა, ჩემ გვერდით იქნებოდა და არაფერი მოუვიდოდა. რომ იძახიან ცოცხალიაო, მაშინ თუ ცოცხალია ეგეც ეცოდინებათ სად არის...


მე ხელს ვერავის ვერ დავადებ, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია, ვისთან ერთადაც იყვნენ, იმათ ყველაფერი იციან, აბა როგორ გაქრა ბავშვი?" - თქვა კახა დადიანიძემ გადაცემაში "თაიასთან".

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბიძადადიანიძედაკარგული ბიჭიკახა დადიანიძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026