
11/26/2026
ბლოგერი, ნუტრიციოლოგი ანი ფურცელაძე ზაფრანის მიღებას იწყებს. როგორც ის გამომწერებს ატყობინებს, ამ მცენარემ დააინტერესა, რადგან ის ტვინზე დადებითად მოქმედებს. თქვენ იცით, რომ მან ტვინის სიმსივნე დაამარცხა. ამიტომაც ცდილობს, ტვინს ბუნებრივი საშუალებებით დაეხმაროს.
რაც შეეხება ზაფრანას. ზაფრანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული სანელებელია, რომელიც გამორჩეული არომატითა და კულინარიული თვისებებითაა ცნობილი. მეცნიერების ინტერესი ამ პოპულარული სანელებლის მიმართ, როგორც განწყობის, შფოთვისა და მეხსიერების დარღვევების სამკურნალო პოტენციური აგენტისადმი, საგრძნობლად იზრდება.
უახლესი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ მისი გამოყენების არეალი სამზარეულოს სცდება - ზაფრანის ბიოაქტიური კომპონენტები ტვინის ფუნქციონირებაზე, განწყობის რეგულირებასა და მეხსიერებაზე უაღრესად დადებით გავლენას ახდენს.

ანი ფურცელაძე: ამ მცენარის შესწავლა მას შემდეგ დავიწყე, რაც თავზე გლიობლასტომა დამიდგინდა. ვეძებდი მცენარეებს, რაც დაეხმარებოდა ჩემს ტვინს.
ზაფრანას ბევრი კარგი თვისება აქვს, ეხმარება მათ, ვისაც მსუბუქი დეპრესია აქვს. სრულყოფილ ძილს უზრუნველყოფს, ღამე რომ ხშირად არ გაგვეღვიძოს და ღრმად დაგვეძინოს.
მეცნიერები ახლა განიხილავენ, რა გავლენას ახდენს ჩვენს ტვინზე ეს მცენარე, რა სიკეთე მოაქვს კოგნიტური ფუნქციისთვის და მეხსიერებისთვის.
დღეში რეკომენდებულია 28-30 მილიგრამის მიღება. მე დავიწყებ და შედეგებს მოგახსენებთ.
P.S. ზაფრანის ყვავილი იასამნისფერია, ხოლო მისი დინგები, რომლებსაც სანელებლად იყენებენ, მუქი წითელი ფერისაა. წყალში გახსნისას კი ზაფრანა ოქროსფერ-ყვითელ შეფერილობას იძლევა.
ასევე, მნიშვნელოვანია, ერთმანეთში არ აგვერიოს ნამდვილი ზაფრანა (Crocus sativus) და იმერული ზაფრანა (Tagetes) - ისინი სრულიად განსხვავებული მცენარეებია.

მე ვსწავლობ ყველაფერს ჯანმრთელობაზე. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა იცოცხლოს ას წლამდე, იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი. და არასდროს არ დაუბრუნდეს ის ცუდი, სიმსივნე, რაც მქონდა. ამიტომ ვსწავლობ ყველაფერს ტვინზე, ფსიქოსომატიკაზე. სერთიფიკატებიც მაქვს.
ჩემი ფილოსოფია ასეთია - მე ყოველდღე უნდა ვიყო ბედნიერი. საკუთარი თავი თვითონ უნდა გავაბედნიერო.
გააზიარე სტატია