
10/20/2026
სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის უფროს ქალიშვილს ხელი სთხოვეს. "ჩემი პატარა გოგო დაინიშნა" - წერს სოციალურ ქსელში მოდელი.
"ყველაზე ადვილი "კი" ჩემს ცხოვრებაში" - ამ განსაკუთრებულ მოვლენას ასე ატყობინებს ინსტაგრამის გამომწერებს ტასო ხიზანიშვილი და ამ ფოტოს აქვეყნებს.

სალომეს და ზურას სიძე - ნიკოლოზ ახვლედიანია. ხელის თხოვნის ვიდეოს ოჯახის წევრები სოციალურ ქსელებში აზიარებენ და წყვილს ბედნიერებას უსურვებენ.


20 წლის ტასო ინგლისში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს. რჩეულმა ხელი სწორედ იქ სთხოვა.
"ტასუნა დამოუკიდებლად არის ინგლისში, სწავლობს და მუშაობს. ასევე კვირაში ერთი დღე ბავშვები ფსიქოლოგიაში უნდა მოამზადოს. ძალიან ამაყი დედა ვარ", - ამბობდა ძველ ინტერვიუში სალომე ღვინიაშვილი.
გააზიარე სტატია