Logo

"ყველაზე ძალიან ეგ მეწყინა, რაა" - ნანკა მეგობრებსა და კოლეგებზე

"ყველაზე ძალიან ეგ მეწყინა, რაა" - ნანკა მეგობრებსა და კოლეგებზე

11/03/2026

ტექსტის ზომა

"ახალი თეატრი" - ეს წარმატებული კერა გააუქმეს და ის ძველებური, არასდროს იქნება." თეატრზე, დავით დოიაშვილზე, პროტესტზე, თეატრის დასში დარჩენილ მდუმარე კოლეგებზე ისაუბრა ნანკა კალატოზიშვილმა UG Art პოდკასტში გიორგი უშიკიშვილთან. მსახიობმა აღნიშნა, რომ პირველად ილაპარაკა იმ გულისტკივილზე, რომელიც მას იმ მეგობრების საქციელმა მიაყენეს, რომლებმაც არც კოლეგის უკანონო პატიმრობა გააპროტესტეს, არც თეატრიდან მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მათი მეგობრის გაშვება-გათავისუფლება. ნანკას კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია. თუმცა დასძინა, რომ საკუთარ თავზე ბრაზობს, რომ ყველას ასე ითვალისწინებს.

ნანკა კალატოზიშვილი

ნანკა კალატოზიშვილი: ეგონათ, რომ იქნებოდა მცდელობა, რომ დასის წევრებს შიგნიდან დაგვეჭამა ერთმანეთი, რაც არ მოხდა. ჩვენ არ ვქენით. ვიღაცები ჩუმად იყვნენ, ახლაც ასე არიან. ზოგი შალვა რამიშვლთან მუშაობს უკვე. ძალიან მტკივნეული იყო ზოგის ნახვა მინისტრთან ერთად სცენაზე, გართობის კადრებში. ზოგი არ იმჩნევს და შოუებით არის გართული, თეატრის სცენაზეა.

დოი მეგობარი იყო და არ იყო მხოლოდ რეჟისორი და ამიტომ იყო მტკივნეული იმ ზოგიერთი ადამიანის დუმილი. თუმცა ცოტანი არიან და ეს მახარებს, მაგრამ ის რამდენიმე ადამიანი, იმდენად მნიშვნელოვანნი იყვნენ, რომ...

ამ თემაზე დოისთან არ ვსაუბრობთ. ცუდს მაინც არავისზე იტყვის და გამართლებას მოძებნის და ეს ძალიან მომწონს. მტკივნეულია მისთვის ეს საკითხი. თუმცა კონკრეტულ ადამიანებზე გული გვეტკინა.

ნანკა კალატოზიშვილი

გიორგი შიკიშვილი: ბევრ ადამიანს დოიმ მისცა შანსი, რომ ყოფილიყვნენ წარმატებულნი. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ვიღაცებს ვიცნობთ. როცა უსამართლოდ ექცევიან კაცს, რომელმაც შენთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, როგორ არ გიჩნდებათ პროტესტი, ეს რანაირად ხდება?

ნანკა კალატოზიშვილი: დოისთვის კი არა, ორი წელი თეატრისთვის რატომ არ იბრძოლეს, ესეც მაინტერესებს. თეატრი თუ იყო მათთვის მთავარი, ამ თეატრისთვის მაინც ებრძოლათ?! თეატრის წინ დამდგარიყვნენ და აქცია მოეწყოთ, რომ თეატრი ორი წელი უქმად დგას. იმ დარჩენილ დასს ხომ უნდა ჰქონდეს პროტესტი, რომ თავისი თეატრისთვის იბრძოლოს და არა ინდივიდებისთვის, ან მეგობრებისთვის. რაღაც შოუებით შედის და... "რუსთავი 2"-ის პროექტის ჟიურიში დაჯდა ამ თეატრის მსახიობი, დოის მეგობარი.

აჩიკო

მეგონა, ანდროს ბანერის მოხსნის შემდეგ, ამას არ იზამდა. გამიკვირდა ეს რომ გააკეთა. და ჟიურიშიც დაჯდა, თითქოს არაფერი ხდება.

მე და ამ მსახიობს თეატრში ერთი საგრიომორო გვაქვს.

მე და ეკა დემეტრაძე თეატრიდან რომ წამოვედით, სარკეებზე გვაქვს მიკრული სტიკერები - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებ". იმ დღეს "ნიჭიერის" რილსი დაიდო. დავინახე ჩემი საგრიმიოროს მაგიდა, რომელთანაც იჯდა ერთ-ერთი მსახიობი. ძალიან გამიხარდა, რომ სარკეში რომ იხედებოდა, ამ სტიკერს ხედავდა და კითხულობდა. ეტყობა, ვერ მოიფიქრეს იმის აძრობა, ან ვერ ააძრეს.

სიმართლეს ვერსად გაექცევი. ჩემს სარკესთან რომ დაჯდა, სარკეში ამოუხტა "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს."

არჩილ სოლოღაშვილი

გიორგი: ერთ-ორ მსახიობზე ამბობდნენ, რომ თანახმა იყვნენ სამხატვრო ხელძმღვანელის თანამდებობაზე. გაქვს ეს ინფორმაცია?

ნანკა: თავიდან ამბობდნენ ჯერ ერთზე, მერე მეორეზე. ეს არის ჭორები. არაფერი ვიცი, შეთავაზება რომ მიეღოთ, ალბათ, დათანხმდებოდნენ.

მაინც რომ ვითვალისწინებ და არავის ვასახელებ. ეს მინიშნებებიც ძალიან ნერვებს მოუშლით და გაბრაზდებიან. მე ჩათიდან ყველა ამოვშალე. მსგავს რაღაცაზე რეაქცია ჰქონიათ, რატომ თქვი იქ სადღაც ესო. რა ვიცი, ჩვენ ვინმემ გაგვითვალისწინა? ყველაზე ძალიან ეგ მეწყინა რაა, როდესაც აღმოვაჩინე, ვა, თურმე, უბრალოდ კოლეგები ვართ.

ნანკა კალატოზიშვილი

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026