
11/11/2026
აიურვედას სპეციალისტი, ინდოელი მკურნალი არუნ ხათრი ამბობს, რომ დიეტოლოგების ნაწილი მისით უკმაყოფილოა.
ინდოელი მკურნალის აზრით ამის მიზეზი კონკურენციაა. ის, რომ არუნ ხათრის კონტენტის საშუალებით ადამიანები წონის კლებისა და ჯანსაღი კვების წესებს მარტივად და თანაც უფასოდ ეუფლებიან.
არუნ ხათრი მიიჩნევს, რომ "კვება მარტივია" და მის გასართულებლად ძალისხმევა არ არის საჭირო.
"ზოგიერთი დიეტოლოგი, რომელიც ადამიანებს კონსულტაციას უწევდა და ამავდროულად გასახდომ შეიკებს ყიდდა, ჩემით უკმაყოფილოა.
ისინი ხალხს თავიანთ მაღაზიებში იბარებენ და ყოველთვიურად 700–800 ლარის ღირებულების პროდუქტებს სთავაზობენ.
რატომ? იმიტომ, რომ ყველა ასაკის ადამიანი ჩემი კონტენტის ყურებით სწავლობს, როგორ დაიკლოს წონაში სრულიად უფასოდ, კონსულტაციებსა და ძვირადღირებულ პროდუქტებში ფულის გადახდის გარეშე.
ჩემს ვიდეოებს უყურებენ სვანეთში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, გორში, რუსთავში და ქვეყნის ყველა კუთხეში.
და იცით რა? ჯანმრთელობა ყველას ეკუთვნის! ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ძვირადღირებული დანამატები და ყოველთვიური პროგრამები შეიძინოს.
კვება მარტივია. ნუ გავართულებთ იმას, რაც მარტივია!" - წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.
გააზიარე სტატია