
11/23/2026
როგორც იცით, თათია კობალაძე ჩინურ მუსიკალურ მეგა შოუში - "აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" - მონაწილეობს. ამ შოუს ჟიურის წევრებს შორის ზის ქართველი მუსიკოსი, დავით კენჭიაშვილი, რომელმაც "ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში, პროექტზე ვრცლად ისაუბრა.
როგორც ბათუმელი მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, გუშინ გამართულ ფინალზე, 12 ქვეყნის 12 ჟიურის წევრი, ქართველი კონკურსანტის გამოსვლისას ფეხზე წამოდგნენ. თათიას თქმით, კონკურსის ათი ტურის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა.

თათია საკონკურსო შოუს ფინალურ სამეულში მოხვდა. მომღერალი ფეისბუქზე წერს:
"გიორგობას გილოცავთ, მეგობრებო, გფარავდეთ წმინდა გიორგი! გუშინ ფინალი იყო! 12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგა ქართველს და საქართველოს! მსგავსი არაფერი მომხდარა 10 ტურის განმავლობაში არასდროს!
ფინალი მსოფლიოს უზარმაზარ სცენაზე, კონკურსზე, სადაც 5 კონტინენტიდან 12 ქვეყანა იყო წარმოდგენილი!
შედეგი?! ფინალის დღის ჟიურის გადაწყვეტილებით საქართევლო ტოპ 3 ქვეყანაში მოხვდა!

10 ურთულესი ტური და ფინალი, სადაც დათომ ისეთი სიტყვები მითხრა, რომ ჩემი გულწრფელი ცრემლები მილიონობით მაყურებელმა დაინახა!
რაოდენ ლამაზია მდგომარეობა და სიტუაცია, როცა სადღაც, სხვა სამყაროში, ორი ქართველი ერთმანეთს მხარს უმაგრებს!
დავითის სიტყვები იქ, იმ მომენტში, ფინალზე, რომელზეც ძალიან ვნერვიულობდი იყო უმნიშვნელოვანესი!
მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველა სიტუაციაში ხედავს გულწრფელობას!
დათო, მადლობა, ქართველო! ნატო, მიყვარხარ უკიდეგანოდ და გილოცავ, რადგან შენი სიმღერა გუშინ ნახევარმა მსოფლიომ მოისმინა! მეამაყები!" - წერს კობალაძე სოციალურ ქსელში.
გააზიარე სტატია