
11/01/2026
მომღერალმა მარიამ როინიშვილმა ეკა ჩხეიძის „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას პირველ მეუღლესთან გიორგი მახარაძესთან შეხვედრასა და გაშორებაზე ისაუბრა.
მარიამი ამბობს, რომ ოჯახის შექმნისას ასაკით ორივენი პატარები იყვნენ და ცხოვრებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.
"20 წლის ვიყავი, რომ შეგვეძინა ელენე. ვფიქრობ რომ ორივე ძალია პატარები ვიყავით და არ ვიყავით მზად ოჯახისთვის. ეს არაერთხელ გვიღიარებია საკუთარ თავთანაც და ერთმანეთთანაც მე და გიორგის.
მეც მეტკინა, გიორგისაც ეტკინა, რა თქმა უნდა როცა ოჯახი ინთქრევა როგორ შეიძლება არ გეტკინოს, მაგრამ ახლა ამ გადასახედიდან მართლა არ ვნანობ ამ ყველაფერს. ამ ამბავმა ისე გამზარდა, ისე აღმომაჩენინა საკუთარი თავი... მე მჯერა რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ. დედამაც ინერვიულა, მამაც, გიორგის მშობლებმაც ინერვიულეს... მაგრამ დღეს მე და გიორგი სულ სხვა გადასახედიდან ვუყურებთ ამას და ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ამან ძალიან გამზარდა," - თქვა მომღერალმა.
მარიამ როინიშვილი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლესთან და მის ახალ ოჯახთან დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ეს საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე დიდ მიღწევად მიაჩნია.
"ელენე ძალიან პატარა იყო, როცა მე და გიორგი ერთმანეთს გავშორდით. ელენე საერთოდ მთავარი მოქმედი პირია ჩემი და გიორგის ურთიერთობაში. მაგრამ ამის გარდა, გიორგი ისეთი დიდი გულშემატკივარია ჩემი და მე ისეთი დიდი გულშემატკივარი ვარ მისი, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.
საერთოდ ჩემს ყველაზე დიდი გამარჯობათ მიმაჩნია ის რომ ფანტასტიკური ოჯახი მაქვს და ჩემს ოჯახში მოვიაზრებ როგორც ვახოს, ასევე რა თქმა უნდა გიორგის, მარიამს თაკოს... აი ეს არის ჩემი ძალა. ბევრი პერიპეტია გავიარეთ ჩვენ და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდები გვქონდა ერთადაც და ცალ-ცალკეც, მაგრამ დღის ჩემი ძალა და გამარჯვება იმაშია რომ ის ურთიერთობებია ჩვენს შორის, როგორიც გვაქვს," - თქვა მომღერალმა.
წყარო: პირველი სტუდია
ასევე დაგაინტერესებთ:
"ვახო გამოჩნდა ყველაზე სწორ დროს ჩემს ცხოვრებაში" - მარიამ როინიშვილი
გააზიარე სტატია