Logo

"ვახო გამოჩნდა ყველაზე სწორ დროს ჩემს ცხოვრებაში" - მარიამ როინიშვილი

"ვახო გამოჩნდა ყველაზე სწორ დროს ჩემს ცხოვრებაში" - მარიამ როინიშვილი

11/01/2026

ტექსტის ზომა

მომღერალი მარიამ როინიშვილი ამბობს, რომ ოჯახის მეორედ შექმნისას, პირველი გადაწყვეტილების მიმღები გოგონასგან ძალიან განსხვავდებოდა.

ამის შესახებ მომღერალმა ეკა ჩხეიძის „პირველ სტუდიაში“ ისაუბრა.

"მაშინდელი მარიამისგან განვსხვავდებოდი რა თქმა უნდა, ვიყავი ბევრად დაღვინებული, ნაფიქრი, გამოცდილი ბევრ საკითხზე უკვე პასუხები და ჩამოყალიბებული აზრი გამაჩნდა.

ვახო გამოჩნდა ყველაზე სწორ დროს ჩემს ცხოვრებაში, მაშინ, როცა მზად ვიყავი ის მიმეღო ისეთი როგორიც არის და არის არაჩვეულებრივი... ალბათ მე ვერ მივალ მასთან ძალიან დიდხანს, მის საოცარ თვისებებთან, რაც მას აქვს. ბევრი ისეთი თვისება აქვს, რაც მე არ გამაჩნია... ვახო ყოველთვის მაგალითია ჩემთვის ადამიანობის. არის არაჩვეულებრივი მამა, არაჩვეულებრივი მეგობარი,ფანტასტიკური მეუღლე... ვიცოდი რომ ვახო ფანტასტიკური მამა იქნებოდა კირასთვის, რადგან ვხედავდი როგორი მამა იყო ის ერეკლესთვის.


საოცარი ბიჭი შემხვდა მართლა. ბედნიერი კი არა ვარ მადლიერი ღმერთის, იღბლის, სამყაროსი რომ ვახო არსებობს ჩემს ცხოვრებაში. მე ძალიან გამიმართლა ვახოში. ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ. ბედნიერებაა მასთან ცხოვრება და მე ვცდილობ მისი საყრდენი ვიყო ისევე, როგორც თავად არის ჩემი საყრდენი," - ამბობს მომღერალი.

წყარო: პირველი სტუდია

ასევე დაგაინტერესებთ:

"ეს ბევრჯერ გვიღიარებია მე და გიორგის ერთმანეთთან" - მარიამ როინიშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ვახო კანდელაკიმარიამ როინიშვილიოჯახისიყვარული
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026