Logo

"ქალბატონ მუსერიძეს დიდი მადლობა" - ნატა ვიბლიანი ბრალდებას უარყოფს

"ქალბატონ მუსერიძეს დიდი მადლობა" - ნატა ვიბლიანი ბრალდებას უარყოფს

11/11/2026

ტექსტის ზომა


ემიგრანტი ქალი ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ თამუნა მუსერიძესთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც მისი დაჭერა მოუთხოვია.
ამის შესახებ მატა ვიბლიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ საზოგადოებას გაუმხილა, რომ ვიბლიანი მისგან დაუშვებელი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის თამუნა მუსერიძის დაკავებას მოითხოვდა.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ თამუნა მუსერიძესთან პრეტენზია არ აქვს, პირიქით მისი მადლობელია. თამუნას დაკავება ტარიელ კაკაბაძისთვის არასდროს მოუთხოვია და ეს ადვოკატმა თვითონ გამოიგონა.

"მე ვესაუბრე 20 წუთის უკან მუსერიძეს. მსგავსი არაფერი მომითხოვია პირიქით, ქალბატონ მუსერიძეს დიდი მადლობა...
თამუნა მუსერიძეს თვითონ კაკაბაძემ აუგორა ჭორი თამუნა მუსერიძის გაშავებაც დავალებული აქვს როგორც ჩემი საქმის ჩაფარცხვა. ესა სიმართლე კაკაბაძე ძალიან შეცდი მე რომ დამიპირისპირდი ბინძურად. მე დასაკარგი არაფერი მაქვს ყოველთვის გეუბნებოდი და ახლაც გეტყვი, მე წაქცევას მიჩვეული ვარ და ადგომასაც აი თქვენ რომ წაიქცევით ვერავინ აგაყენებთ,"- წერს ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ნატა ვიბლიანი მას ისეთ მოთხოვნებს უყენებდა, რომლებიც კანონის ჩარჩოებს სცდება. ჩამოთვლილ მოთხოვნებს ერთ-ერთი პუნქტი თამუნა მუსერიძის დაკავება იყო.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დაპირისპირებათამუნა მუსერიძენატა ვიბლიანიტარიელ კაკაბაძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026